ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ირანი ყველაფერს გააკეთებს ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
„ამერიკის სამხედრო დამარცხება და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ავღანეთში ცხოვრების, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობად უნდა იქცეს. ირანი ყველაფერს გააკეთებს სტაბილურობისთვის, რაც დღეს ავღანეთის უმთავრესი საჭიროებაა“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.