ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ავღანეთში შექმნილი ვითარება ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს.
„ქვეყანას გრძელვადიანი და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს და ავღანელებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ. თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც დევნის საფრთხე ემუქრება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.