logo_geo
eng_logo
ვინ არის მხედრიონელი, რომელიც გახარიამ პარტიის ხობის შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა
- +

16 აგვისტო. 2021. 16:24

 

 

გიორგი გახარია, რომელიც სამეგრელოში ხალხს თავს ზვიად გამსახურდიას იდეების თანამოაზრედ და მის მიმდევრად აცნობს,  ქმედებებით სულ სხვას ადასტურებს. გახარიას ახლადშექმნილი პარტიის ხობის ორგანიზაციაში შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად და ფოთისა და ხობის კოორდინატორად, არც მეტი არც ნაკლები, ყოფილი მხედრიონელი – თემურ გერგაია წარადგინეს. თემურ გერგაიას  ძმისშვილის, ნინო გერგაიას მეუღლეს, ბადრი ჯობავას კი ყოფილი პრემიერის პარტია ხობის მერობის კანდიდატად წარდგენას გეგმავს და ამის შესახებ უკვე უთხრეს პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებსაც.

 

თემურ გერგაია ჯაბა იოსელიანის გარემოცვის წევრია, ის 1992 წელს  სამეგრელოში 40-კაციან   დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომლის სახელთანაც არაერთი კრიმინალური ისტორია ასოცირდება. მოგვიანებით კი, 1993-1997 წლებში ხობის გამგებელი იყო, მას ჯაბა იოსელიანთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.

 

1992 წელს თემურ გერგაიას დაჯგუფებამ, გერგაიასვე დავალებით, სახლ-კარი გადაუწვა ხობის მაშინდელ პრეფექტ ნუგზარ ლატარიას.

 

გერგაიას უშუალო დავალებით 1992 წელს საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს ხობის ცნობილი ნევროპათოლოგი ეზოპე სიჭინავა. ის ზვიად გამსახურდიას აქტიური მომხრე იყო და მიტინგებზე ხშირად გამოდიოდა. მკვლელობის საქმეში უშუალოდ ფიგურირებს თემურ გერგაიას მარჯვენა ხელი და მისი ნათესავი გია გერგაია.

 

გერგაიების დაჯგუფებას კიდევ ერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორია უკავშირდება. 1992 წელს მათ დააყაჩაღეს ზვიად გამსახურდიას მინისტრთა კაბინეტის წევრის , გურამ აბსანძის ოჯახი, სასტიკად სცემეს აბსანძის ძმა – ზურაბ აბსანძე და გაიტაცეს მისი ავტომობილი. ამ ავტომანქანით მოგვიანებით ხობში გადაადგილდებოდა თემურ გერგაიას ახლობელი, გია გერგაია. გურამ აბსანძის ძმა ცემისგან მიყენებული ტრავმების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

გერგაიას დაჯგუფება ხობში თავს დაესხა ადგილობრივ თანდილა ბერაიას, ის გაძარცვის დროს ისე სცემეს, რომ მიყენებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიას პარტიის წევრის, თემურ გერგაიას დაჯგუფებიდან 20 ადამიანი მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის გადაწვაში, რომელსაც მაშინ დოდო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა. გერგაია მოგვიანებით დააკავეს და მას იარაღის უკანონოდ ტარება ედებოდა ბრალად, თუმცა, მისთვის შევარდნაძის მთავრობას ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი არ მოუთხოვია.

 

გერგაია მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს ხობის მერად დანიშნა. თუმცა, ერთ წელიწადში, 2007 წელს დასაჭერი შეექმნა –  პროკურატურამ თემურ გერგაია ცოტნე დადიანის მემორიალის მშენებლობისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისების განზრახვაში დაადანაშაულა. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მემორიალის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში მითითებული თანხიდან, 60 984 ლარიდან თემურ გერგაიამ  და არქიტექტორმა 19 331 ლარი მიითვისეს.

 

სწორედ ეს თემურ გერგაია უდგას სათავეში გიორგი გახარიას პარტიას ხობში და მისი ნათესავის მერობისთვის იბრძვის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner