logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: „ქართულ ოცნებას“ „გაგვიმართლა“, ფოთში წაგებას „გადავრჩით“ - ქალბატონმა ბოკუჩავამ უარი თქვა თუ ათქმევინეს
- +

16 აგვისტო. 2021. 16:25

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ძალისხმევა უშედეგოა, რადგან „ქართული ოცნება“ მათ კანდიდატებს დაამარცხებს.

 

„ზოგ რაიონში, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატები, რომლებიც, 15-20%-ის ფარგლებში იბრძოლებენ. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ „გაგვიმართლა“, რომ ფოთში წაგებას „გადავრჩით“, რადგან ქალბატონმა ბოკუჩავამ უარი თქვა თუ ათქმევინეს. ვინ სად ეყოლებათ, მათი არჩევანია. გინდ ოჯახის წევრები და, გინდ, პარლამენტარები ამოგზაურონ რეგიონებში. „ქართული ოცნება“ სამჯერ ასწრებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ გაკოტრებულები არიან თავიანთი არათანმიმდევრული ნაბიჯებითა და დესტრუქციით“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა მელიას მამა, ანზორ მელიაა, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. არ დასახელებულა ფოთის მერობის კანდიდატი, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატი თინა ბოკუჩავა უნდა

ყოფილიყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner