logo_geo
eng_logo
რამდენიმე ქართულ ტელევიზიას მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერდა
- +

24 ივლისი. 2016. 01:36


კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეი ლაითის", შპს „ტვ XXI+"­ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის", შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას", შპს „ტელეკომპანია ქუთაისის", შპს ნევერლენდ თივი Neverland TV"­ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.


"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის მე­11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

 ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.


კომისიის მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner