კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეი ლაითის", შპს „ტვ XXI+"ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის", შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას", შპს „ტელეკომპანია ქუთაისის", შპს ნევერლენდ თივი Neverland TV"ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 451 მუხლის მე11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისიის მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე.