logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პარლამენტის წევრებითა და მათი მშობლებით წარმოდგენილი საარჩევნო კამპანია იმაზე მეტყველებს, რომ 2012 წლის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში მერვედ დამარცხდება
- +

16 აგვისტო. 2021. 18:12

 

 

„პარლამენტის წევრებითა და მათი მშობლებით წარმოდგენილი მერობის კანდიდატები და საარჩევნო კამპანია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერვედ დამარცხდება,“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

 

მათიკაშვილი იმასაც ამბობს, ოპოზიციური ერთობა არ არსებობს და ოპოზიციაში უსერიოზულესი პრობლემებია, რაც საზოგადოებამ კარგად იცის.

 

„ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო კანდიდატებზე ვერც შეთანხმდებოდა. ამის ყოველგვარი მცდელობა ფიასკოსთვის იყო განწირული. ის, რაც ვიხილეთ, არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის რესურსი, რაიმე ახალი შესთავაზოს ამომრჩეველს, ამოწურულია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner