ავღანეთში ვითარების გამწვავების გამო, ყაზახეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი.
როგორც ქვეყნის თავდაცვის პრესსამსახურში განმარტეს, „მიღებულია გადაწყვეტილება სიფხიზლის გასაძლიერებლად”.
გადაწყვეტილება, პირველ რიგში შეეხო, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს, ფრონტისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. თავდაცვის მინისტრმა ნურლან ერმეკბაევმა თათბირი გამართა და სამხედროებს ამოცანა დაუსახა, აწარმოონ მონიტორინგი და ანალიზი რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ასევე, აწარმოონ სამხედროებისა და სპეციალური საშუალებების 24-საათიანი მორიგეობა.