logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი „ნაცმოძრაობაზე“: მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის
- +

16 აგვისტო. 2021. 18:23

 

 

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე არა არჩევნების, არამედ არჩევნების მომდევნო დღეა, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიდატების დასახელება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის.

 

„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი დაასახელა ნიკა მელიას ოჯახის წევრი კანდიდატად, ასევე დაასახელეს მოქმედი დეპუტატები, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის. მათი ერთადერთი სამიზნე არის არა არჩევნების, არამედ არჩევნების მომდევნო დღე, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner