logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: თუ ჯო ბაიდენს იპოვით, დაუსვით მას კითხვა - ვის ჩაბარდება ან რას დათმობს შემდეგ ჯერზე?
- +

16 აგვისტო. 2021. 18:59

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.

 

„ჯერ ჯო ბაიდენი კორონავირუსს ჩაბარდა და ვირუსი უკან დაბრუნდა. შემდეგ ის „თალიბანს“ ჩაბარდა, რომელმაც სწრაფად დაიპყრო ავღანეთი და ამერიკის ძალისა და გავლენის მიმართ ნდობა გაანადგურა. ავღანეთში დამდგარი შედეგი, ჯარების გაყვანის ჩათვლით, განსხვავებული იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციას რომ განეხორციელებინა ის. ვის ჩაბარდება ან რას დათმობს ჯო ბაიდენი შემდეგ ჯერზე? თუ იპოვით, დაუსვით ეს კითხვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner