აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
„ჯერ ჯო ბაიდენი კორონავირუსს ჩაბარდა და ვირუსი უკან დაბრუნდა. შემდეგ ის „თალიბანს“ ჩაბარდა, რომელმაც სწრაფად დაიპყრო ავღანეთი და ამერიკის ძალისა და გავლენის მიმართ ნდობა გაანადგურა. ავღანეთში დამდგარი შედეგი, ჯარების გაყვანის ჩათვლით, განსხვავებული იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციას რომ განეხორციელებინა ის. ვის ჩაბარდება ან რას დათმობს ჯო ბაიდენი შემდეგ ჯერზე? თუ იპოვით, დაუსვით ეს კითხვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.