logo_geo
eng_logo
CNN: ამერიკის სამხედრო ძალებმა ქაბულის აეროპორტში ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს
- +

16 აგვისტო. 2021. 19:18

 

 

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქაბულის აეროპორტში ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, მას შემდეგ, რაც მათ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას CNN შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

 

წყაროს ცნობით, მამაკაცები შეიარაღებულნი იყვნენ, თუმცა აშშ ვერ ადასტურებს იყვნენ თუ არა ისინი "თალიბანის" წარმომადგენლები. ამჟამად მომხდარს ამერიკული მხარე ცალკეულ ინციდენტად განიხილავს.

 

ამასთან, CNN წერს, რომ სროლისას კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა აეროპორტში სხვა ინციდენტის დროს, თუმცა გარემოებები უცნობია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner