logo_geo
eng_logo
კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

16 აგვისტო. 2021. 23:34

 

 

კახეთში, წინანდალში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ორი პირი თელავის ამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 29 წლის და 46 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მკურნალი ექიმის თქმით, 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და კლინიკაში რჩება, ხოლო 29 წლის მამაკაცი მალე გაეწერება.

 

„შემოვიდა თვითდინებით ორი პაციენტი. ერთს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. მოხდა მისი ქირურგიული დამუშავება. მდგომარეობა სტაბილურია განაგრძობს სტაციონალურ მკურნალობას.

 

მეორე პაციენტი, 29 წლის მამაკაცი, თვითდინებით შემოვიდა, აქვს სახსარში გამჭოლი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. სტაბილურია მდგომარეობა. სავარაუდოდ, პაციენტი გაეწერება. ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა და ალბათ დილისთვის გაეწერება.

 

ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ქირურგმა რატი ტურაშვილმა.

 

ცნობისთვის, კახეთში, თელავის სოფელ წინანდალალში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი, მათ შორის არის ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner