logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ავღანეთში მისია არ იყო ისეთი წარმატებული, როგორც ვიმედოვნებდით
- +

17 აგვისტო. 2021. 00:48

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ავღანეთში საერთაშორისო მისია ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდნენ. როგორც მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს ოპერაციამ დაგეგმილზე ნაკლებს მიაღწია.

 

„მისიამ მოახერხა შეეჩერებინა ალ-ქაიდა 2001 წლის შემდგომ აშშ-ზე თავდასხმების განმეორებისგან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რაც მოხდა არ იყო ისე წარმატებული და ის მიღწევები არ ჰქონია, როგორც ვგეგმავდით“, - განაცხადა მერკელმა.

 

მან ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს „უკიდურესად მწარე, დრამატული და საშინელი“ უწოდა.

 

„ეს მოვლენები დრამატულია ავღანელებისთვის. მაგრამ ასევე მწარეა გერმანიისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მერკელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner