გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ავღანეთში საერთაშორისო მისია ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდნენ. როგორც მან ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს ოპერაციამ დაგეგმილზე ნაკლებს მიაღწია.
„მისიამ მოახერხა შეეჩერებინა ალ-ქაიდა 2001 წლის შემდგომ აშშ-ზე თავდასხმების განმეორებისგან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რაც მოხდა არ იყო ისე წარმატებული და ის მიღწევები არ ჰქონია, როგორც ვგეგმავდით“, - განაცხადა მერკელმა.
მან ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს „უკიდურესად მწარე, დრამატული და საშინელი“ უწოდა.
„ეს მოვლენები დრამატულია ავღანელებისთვის. მაგრამ ასევე მწარეა გერმანიისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა მერკელმა.