logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის გადაწყვეტილებას ბოლომდე უჭერს მხარს
- +

17 აგვისტო. 2021. 00:39

 

 

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ბოლომდე უჭერს მხარს ავღანეთიდან ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, ადგილობრივი მთავრობის ჩამოშლა იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 

ავღანეთში არსებულ ქაოტურ ვითარებაზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის იდგა არჩევანის წინაშე – გაეყვანა ამერიკული ძალები ამ ქვეყნიდან, ან კიდევ ათასობით სამხედრო გაეგზავნა ავღანეთში „ომის მესამე ათწლეულის“ დასაწყებად.

 

მისი თქმით, იგი წარსულის შეცდომებს არ გაიმეორებს.

 

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner