logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რატომ იყო გასაკვირი საქართველო-ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში სტანდარტული შეთანხმება?
- +

17 აგვისტო. 2021. 01:14

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის 2016 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეხმიანება.

 

„თემა აღარავის ახსოვს, თუმცა ყორნებს კიდევ ერთხელ ვუპასუხებ, ამჟამად "დოიჩე ველეს" 3 დღის წინანდელი სტატიის საფუძველზე, რომელშიც კარგადაა ასახული რა სიამ-ტკბილობა ჰქონდათ 2016 წელს ევროკავშირ-ბელარუსს.

 

„170 ბელარუსელ ჩინოსანს, მ.შ. თავად ლუკასენკოსაც სანქციები მოუხსნეს. საუბრობდნენ ბელარუსის "ვტო"-ში მიღების შესახებ.

ამ ფონზე რატომ იყო გასაკვირი საქართველო-ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში სტანდარტული შეთანხმება?

მსგავსი შეთანხმება ბელარუსს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მ.შ. უკრაინას გარდა, გაფორმებული აქვს ევროპის ბევრ ქვეყანასთან, მ.შ. პოლონეთთან, გერმანიასთან დანსხვებთან. ასევე გაფორმებული აქვს ბალტიისპირეთი სამთავე სახელმწიფოსთან. ჰოდა, სანამ ის, ენმ-ისგან ასე დავალებული ლიეტუელი დეპუტატი თუ ექს-ჩინოსანი ჩვენსკენ თითს გამოიშვერს, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მოიძიოს, შემდეგ საკუთარი სპეცსამსადურების მისამართით აღშფოთდეს.

უკრაინასაც აქვს გაფორმებული, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც, თუმცა უკრაინის მთავარი რეფორმატორი არ შფოთავს. მისთვის "ბაწკასთან" და "ბაწკოვიჩთან" ფეხბურთის ცქერა და ბატი-ბუტის ყვლეფა შეიძლებოდა.

"კგბ"-ს რაც შეეხება, ბრბოზე გათვლილი იაფფასიანი პოპულიზმია. ბელარუსის ორგანიზაციებს სახელებს ბერ გადავარქმევთ. სახელს არც აქვს არსებითი მნიშვნელობა.

ანა-ბანაა, მაგრამ აბოლებენ ხალხს.

P.S. აქამდე უნდა დამეწერა, მაგრამ 2 დღე არ ვიყავი თბილისში“, - წერს სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner