logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ და არ უნდა იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ბრძოლა თავად ავღანეთის ძალებს არ სურთ
- +

17 აგვისტო. 2021. 01:46

 

 

ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ და არ უნდა იღუპებოდნენ იმ ომში, რომელშიც თავად ავღანური ძალები მზად არ არიან იომონ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„ავღანეთის არმია დაიშალა. ეს ზოგჯერ ბრძოლის გარეშე ხდებოდა. გასულ კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა გაამყარა ის აზრი, რომ ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ და არ უნდა იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ბრძოლა თავად ავღანეთის ძალებს არ სურთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მისი თქმით, ავღანეთში აშშ-ის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესი ამერიკის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების არდაშვება იყო.

 

„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ჩემს გადაწყვეტილებას. 20 წლის შემდეგ, ის გავიგე, რომ არასდროს ყოფილა კარგი დრო აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის. ამიტომაც ვართ ჯერ კიდევ იქ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner