logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: გეხსომებათ, რომ წიგნების აქცია გავმართე 20 მაისს...
- +

24 ივლისი. 2016. 01:54


რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:



„არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ როდესაც რამეს გადავწყვეტ, გადათქმა არ მიყვარს. თან, ეგრევე მინდა, იმ წუთში...


გეხსომებათ, რომ წიგნების აქცია გავმართე 20 მაისს.


იმდენი ადამიანი დამრჩა გულდაწყვეტილი (ვიღაც ვერ მოვიდა, ვიღაცას რომელიღაც ტომი ვერ შეხვდა), რომ გადავწყვიტე, ისევ გამემართა მსგავსი აქცია ივლისის ბოლოს. ვიცი, „ცუდი" პერიოდია, მაგრამ ფიზიკურად, თბილისში ხომ უნდა ვყოფილიყავი...


როცა ეს ამბავი გამოვაცხადე, უამრავმა ადამიანმა მთხოვა, რომ არ იქნებიან აქ და იქნებ, გადავდო. კი ბატონო, იყოს აგვისტოს ბოლოსკენ. ჩემი ნება რომ იყოს, შემოდგომაზე გავმართავდი, მაგრამ არ ვიცი, მერე როდის ვიქნები თბილისში.


ასეა ამბები და დანარჩენს, შეგატყობინებთ."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner