logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ავღანეთის გარშემო მალე დაიწყება გეოპოლიტიკური ვაჭრობა დიდ მოთამაშეებს შორის
- +

17 აგვისტო. 2021. 02:34

 

 

ანალტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში  ეხმაურება.

 

„ტალიბანმა პრაქტიკულად უბრძოლველად აიღო ჯელალაბადი, მანამდე კი დიდი ძალისხმევის გარეშე დაიკავეს გერატი და ყანდაგარი.

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ გავაბათ, ეს  დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ავღანეთის მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ტალიბანის მომხრეა და რამდენი დაბომბვაც არ უნდა განახორციელოს აშშ-მ და მოკავშირეებმა, ეს სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლის.

ქაბულში მყოფი მარიონეტული მთავრობა, რომელიც მთელი ეს წლები ამერიკულ ხიშტებზე იჯდა, ხალხის თვალში დელეგიტიმირებულია და ალბათ დიდხანს ვერ გაატანს.

ავღანეთის და არა მხოლოდ, გარშემო კი მალე დაიწყება გეოპოლიტიკური ვაჭრობა დიდ მოთამაშეებს შორის“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner