logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა
- +

17 აგვისტო. 2021. 10:43

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 539 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 16 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner