ამ ეტაპზე, საქართველოში, 1 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.
3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.