ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე კობა ნარჩემაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო მაბავს იხსენებს:
„ეს ისე, კობა ნარჩემაშვილზე გამახსენდა:
ე.წ. „ვარდების რევოლუციის" წინა დღეებია. კანცელარიას პოლიციის კორდონი იცავს. ინგოროყვაზე, კანცელარიის წინ იყო გასტრონომი, სადაც პატარა მაგიდებიც იდგა და კატლეტს პიურესთან ერთად ყიდდნენ. იქ ძირითადად პოლიციელები და რამდენიმე ჟურნალისტი შევდიოდით.
ზუსტად ჩემს გვერდზე მაგიდასთან, ერთ-ერთმა პოლიციელმა (ოფიცერმა) ბრაუნინგი ამოიღო და თავის კოლეგებს აჩვენა. ერთ-ერთი ოფიცერი, მისივე ჩინის წამოუხტა და უყვირა: - ხომ იცი მინისტრის ბრძანება, დაჟე ტაბელურიც არ გვქონდესო. სახლში გაუშვა და უბრძანა დაეტოვებინა მასზე, პოლიციის ოფიცერზე გაფორმებული იარაღი, იმიტომ რომ კობა ნარჩემაშვილის ბრძანება იყო, პოლიციელები უიარაღოდ ყოფილიყვნენ!
ვანო მერაბიშვილისგან ორი გვამის მოთხოვნის ბრძანებაც მახსოვს!"- იხსენებს გაბრიჩიძე.