logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: დღემდე არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა
- +

17 აგვისტო. 2021. 11:37

 

 

„დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საწოლფონდის მხრივ მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

 

„საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების ნაკადების აქტიურ მართვას ვახორციელებთ. მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ დღემდე ჯერ არცერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა. ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსის 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ, ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდსასტუმროებში, დანარჩენები კი კლინიკებში მკურნალობენ, აქედან 1 500 პაციენტი ინტენსიურ საწოლზე, 500 პაციენტი კი რეანიმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner