logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი
- +

17 აგვისტო. 2021. 11:39

 

 

„ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვინაიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე აცრილია, ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ ერთი, ან ორი დოზით აცრილი.

 

ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის იმ ადამიანების 95 პროცენტი, რომლებიც არ არიან აცრილები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია ვაქცინაცია. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და ჩაერთონ ვქცინაციაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner