logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: არაა ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების დრო, როცა, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა
- +

17 აგვისტო. 2021. 12:06

 

 

„აცრის გარეშე, ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს, 650 ათას აცრას გადავაბიჯებთ, სექტემბერში ეს აუცილებლად უნდა ავიდეს 800-900 ათასზე და სექტემბერში, კიდევ ერთ ამდენზე, რათა სულ მცირე, 2.5 მილიონი აცრა ჩატარდეს. თუ ეს მოხდება, ეპიდემიას სერიოზულად გავტეხთ წელში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისა და შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ.

 

„ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა აცრებზე გადის. მეორე მხრივ, საჭიროა წესების დაცვა. ამ თვეების განმავლობაში, ვიყოთ მეტად მოკრძალებულები, შევიკავოთ თავი შეკრებებისგან. სერიოზულად მიდის აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, კონცერტის, წვეულების შემთხვევაში. არაა ახლა ამის დრო, როცა ქვეყანაში, ყოველდღიურად, 30-40 და მეტი სიკვდილის შემთხვევაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner