logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: კოგნიტიური დისონანსია, როცა იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ სააკაშვილი 500-კაციან ზონდერ ჯგუფს უშვებს საქართველოდან, მერე იარაღით ასაჩუქრებს და ბრწყინვალების ორდენით აჯილდოებს
- +

17 აგვისტო. 2021. 12:17

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯილდოების შესახებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელ დოკუმენტებს აქვეყნებს.

 

„კოგნიტიური დისონანსია, როცა:

 

  1. 2010 წელს შენი დაქალის, იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ და ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შენთვის არასასურველი განვითარების ჩასაშლელად, 500-კაციან ზონდერ ჯგუფს რომ უშვებს სააკაშვილი საქართველოდან, მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩი მაინც რომ ხდება პრეზიდენტად...

 

  1. ერთ-ერთი პირველი ულოცავს მას ამ გამარჯვებას და პრეზიდენტის განკარგულებით, ასაჩუქრებს Merkel-ის სისტემის სანადირო იარაღით, რის შემდეგ.

 

  1. იანუკოვიჩი აპატიმრებს შენს დაქალს, იულია ტიმოშენკოს და „ავადმყოფურ მდგომარეობამდე ალპობს მას ციხეში“, რის გამო.

 

  1. სააკაშვილი 2013 წლის 15 ოქტომბერს, პრეზიდენტის მორიგი განკარგულებით, აჯილდოებს ვიქტორ იანუკოვიჩს საქართველოს „ბრწყინვალების ორდენით“, რის შემდეგ გარბის ქვეყნიდან.

 

  1. რომ თავის ზონდერებთან ერთად, კიევის მორიგ „მაიდანზე“ დაამარცხოს „ბრწყინვალების ორდენის“ კავალერი და უკვე ის გააქციოს თავისი ქვეყნიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner