დავით ქართველიშვილი: კოგნიტიური დისონანსია, როცა იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ სააკაშვილი 500-კაციან ზონდერ ჯგუფს უშვებს საქართველოდან, მერე იარაღით ასაჩუქრებს და ბრწყინვალების ორდენით აჯილდოებს
-
+
17 აგვისტო. 2021. 12:17
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაჯილდოების შესახებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელ დოკუმენტებს აქვეყნებს.
„კოგნიტიური დისონანსია, როცა:
- 2010 წელს შენი დაქალის, იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ და ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შენთვის არასასურველი განვითარების ჩასაშლელად, 500-კაციან ზონდერ ჯგუფს რომ უშვებს სააკაშვილი საქართველოდან, მაგრამ ვიქტორ იანუკოვიჩი მაინც რომ ხდება პრეზიდენტად...
- ერთ-ერთი პირველი ულოცავს მას ამ გამარჯვებას და პრეზიდენტის განკარგულებით, ასაჩუქრებს Merkel-ის სისტემის სანადირო იარაღით, რის შემდეგ.
- იანუკოვიჩი აპატიმრებს შენს დაქალს, იულია ტიმოშენკოს და „ავადმყოფურ მდგომარეობამდე ალპობს მას ციხეში“, რის გამო.
- სააკაშვილი 2013 წლის 15 ოქტომბერს, პრეზიდენტის მორიგი განკარგულებით, აჯილდოებს ვიქტორ იანუკოვიჩს საქართველოს „ბრწყინვალების ორდენით“, რის შემდეგ გარბის ქვეყნიდან.
- რომ თავის ზონდერებთან ერთად, კიევის მორიგ „მაიდანზე“ დაამარცხოს „ბრწყინვალების ორდენის“ კავალერი და უკვე ის გააქციოს თავისი ქვეყნიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.