logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარები: ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან
- +

17 აგვისტო. 2021. 14:22

 

 

„ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ჩვენ ღრმა სინანულს გამოვთქვამთ ავღანეთში ბოლოდროინდელი პოლიტიკური, სამხედრო და მორალური კატასტროფის გამო. პირობების შესრულების გარეშე შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების ნაჩქარევმა გაყვანამ და ავღანეთის ინსტიტუტებისა და მისი უსაფრთხოების ძალების შოკისმომგვრელმა დაშლამ „თალიბანს“ საშუალება მისცა, ქვეყანა სწრაფად ჩაეგდო ხელში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროპარლამენტარები ყველა მხარეს მოუწოდებენ, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ უცხოელებისა და ავღანელების ქვეყნიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას.

 

„ევროკავშირმა, სხვა პარტნიორებთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს ჰუმანიტარული კრიზისი. ჩვენივე ინტერესებშია მორიგი მიგრაციული კრიზისის თავიდან აცილება. ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ავღანეთსა და რეგიონში ახალი გარემოებების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი სწრაფად შეეცდებიან პოლიტიკური ვაკუუმი შეავსონ“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

 

ცნობისათვის, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner