logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად
- +

17 აგვისტო. 2021. 15:37

 

 

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, თალიბანის მიერ ავღანეთის აღებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„ვინაიდან მსოფლიო დამძიმებული გულით ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ახლა სოლიდარობის დროა“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner