გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში, თალიბანის მიერ ავღანეთის აღებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ვინაიდან მსოფლიო დამძიმებული გულით ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, მზად იყოს ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას. ახლა სოლიდარობის დროა“, - წერს გაეროს გენერალური მდივანი.