logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: გთხოვთ ყველაფერი იღონოთ, რათა ბოროტი და აგრესიული შიზოფრენიით სნეულმა ადამიანებმა თავზე არ დაიმხონ შინაგანაწესი და საფრთხე არ შეუქმნან რეაბილიტაციის პროცესს
- +

17 აგვისტო. 2021. 15:52

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„უცვლელად გადმომაქვს ჩემი ძმის, გიორგი გამსახურდიას ტვიტები. საკითხი ეხება ჩემი ძმის, ცოტნეს ჯანმრთელობას და რეაბილიტაციას. მათ შინაარსს ბოლომდე ვიზიარებ და ვუერთდები.

 

ჩემის მხრივ, თავაზიანად შევახსენებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გამორიცხული უნდა იყოს ავადმყოფთან, რეაბილიტაციის პროცესში მყოფთან ძალადობრივი შეჭრა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გინდაც იყოს ბიოლოგიური ნათესავი, მშობელი ან ოჯახის წევრი. არადა მუქარები ამ მიმართულებით უკვე ისმის.

 

გთხოვთ ყველაფერი იღონოთ, რათა ბოროტი და აგრესიული შიზოფრენიით სნეულმა ადამიანებმა თავზე არ დაიმხონ შინაგანაწესი და საფრთხე არ შეუქმნან რეაბილიტაციის პროცესს. ასევე გთხოვთ, მიუთითოთ მათ  სასამართლოსკენ, რომელიც უფლებამოსილი იქნება, დანიშნოს ექიმთა და ფსიქოლოგთა კომისია. სწორედ ასეთ კომისიას შეეძლება დაადასტუროს ან არ დაადასტუროს, რამდენად შეიძლება ამ ადამიანების დაშვება ცოტნეს თუნდაც მოსანახულებლად - ვის მიმართაც ცოტნემ არაერთხელ საჯაროდ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, ასევე ვისთანაც წლების მანძილზე სამართლებრივ დავაში იყო ჩართული, როგორც მოპასუხე. შეგახსენებთ, რომ ეს დავა სწორედ სხვა, მეორე მხარემ წამოიწყო ცოტნეს მამისეული სახლიდან გასაძევებლად.

 

P.S.როდესაც ერთი წლის წინ გიორგის ტვიტები გამოვაქვეყნე, პარალელურ სამყაროში მცხოვრებმა ბოროტმა შეპყრობილებმა განაცხადეს, თითქოს მე შევქმენი ტვიტერზე ტროლი  გიორგი გამსახურდიას სახელით და ეს განცხადებები მას არ ეკუთვნის. როგორც ილიას ერთი პერსონაჟი იტყოდა, „მამიშენის ცხონებამა, ესესაა დაგიჯერე" - სწორედ ასე ეტყვის  ხალხი ამ ფალსიფიკატორებს.

 

George Gamsakhurdia

@GeorgeGamsa1979

29

ცოტა ხნის უკან მომიწია Fლაგ ოფ Eუროპეან Uნიონ წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში,სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსოება რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ.დარწმუნებით მინდა ვთქვა,იქ გაჟღერებული ყველა თემა,აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან,უფრო მეტიც, არის სიცრუე.ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.

George Gamsakhurdia

@GeorgeGamsa1979

27

ჩემი ძმა,მეუღლესთან ანისთან ერთად,2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში,სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ

George Gamsakhurdia

@GeorgeGamsa1979

49

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას,რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი,რაც Fლაგ ოფ Eუროპეან Uნიონ წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით.ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია.

George Gamsakhurdia

@GeorgeGamsa1979,“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner