logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ანდრიუს კალინდრას შეხვდა.
- +

17 აგვისტო. 2021. 17:29

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე,  ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე მათ შორის, ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე. მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.

 

მხარეებმა საკუთარ ქვეყნებში კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო ლიეტუვაში, მიგრაციის კუთხით არსებულ პრობლემებს.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ ანდრიუ კალინდრას მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ლიეტუვის მხრიდან გაწეული დახმარებისათვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner