logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: აჭარასა და თბილისში სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები უკვე ამ კვირიდან უნდა დავინახოთ
- +

17 აგვისტო. 2021. 17:54

 

 

„აჭარასა და თბილისში სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები უკვე ამ კვირიდან უნდა დავინახოთ,“ - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

 

„დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა, თუმცა ეს ჩვეულებრივი „სამშაბათის ეფექტია“, როდესაც კუმულაციური რაოდენობა გვაქვს იმ შემთხვევების, რაც კვირას არ დადასტურდა. ამას ემატება ორშაბათი და ჯამურად რომ განვიხილოთ, ამ ორი დღის საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 4500. ეს მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც იყო ბოლო დღეების განმავლობაში. 4500-5000 შემთხვევა, ბუნებრივია, ძალიან ბევრია. ამ კვირიდან უნდა დავინახოთ შეზღუდვების ეფექტი და სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აჭარასა და თბილისში მაინც“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner