logo_geo
eng_logo
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ავღანეთში ადამიანური ტრაგედია დატრიალდა, რომელზეც პასუხისმგებლობას ჩვენც ვიზიარებთ
- +

17 აგვისტო. 2021. 18:53

 

 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტში გადაღებული კადრები „დასავლეთისთვის სამარცხვინოა“ და ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის ნაწილი გერმანიას ეკისრება.

 

„ამ დღეებში ჩვენს წინაშე ადამიანური ტრაგედია დატრიალდა, რომელზეც პასუხისმგებლობას ჩვენც ვიზიარებთ. ეს არის გარდამტეხი მომენტი პოლიტიკაში, რომლიც შეგვზარავს და შეცვლის სამყაროს. სასოწარკვეთილი ადამიანების სურათები, რომლებიც ქაბულის აეროპორტშია გადაღებული, პოლიტიკური დასავლეთისთვის სამარცხვინოა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

შტაინმაიერის თქმით, „დრამატული კადრები ქაბულიდან და მოვლენები ავღანეთში არავის დატოვებს გულგრილს. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეები ახლა ფიქრობენ ავღანეთზე და ავღანელებზე“.

 

შტაინმაიერის თქმით, ახლა გერმანიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაცული იყოს იმ ავღანელების უსაფრთხოება, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ მრავალი წლის განმავლობაში.

 

„ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევა, რომ ავღანეთში სტაბილური, სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აშენებულიყო, ჩავარდა, რაც აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის და სამხედრო მისიების წარსულსა და მომავალზე. ამ კითხვებს უნდა გავცეთ გულწრფელი და შინაარსიანი პასუხი და არ უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში 16 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბებმა დაიკავეს, ქაოტური სიტუაცია შეიქმნა. ასობით ავღანელი ცდილობდა, ყველა შესაძლო ხერხით მოხვედრილიყო თვითმფრინავში და სამშობლო დაეტოვებინა. არეულობის დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა, სამი ჭყლეტაში მოყვა, ორი აფრენილი თვითმფრინავიდან ჩამოვარდა, კიდევ ორი შეიარაღებული პირი კი, ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს, რომლებიც ქაბულის აეროპორტს აკონტროლებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner