logo_geo
eng_logo
ზაბიჰულა მუჯაჰიდი: ავღანეთში ქალთა უფლებები ისლამური კანონის ფარგლებში იქნება დაცული
- +

17 აგვისტო. 2021. 20:46

 

 

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ავღანეთში ქალთა უფლებები ისლამური კანონის ფარგლებში იქნება დაცული.

 

„ქალები საზოგადოებაში ძალიან აქტიურები იქნებიან, თუმცა ეს ისლამის კანონების ფარგლებში მოხდება“, - აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ არავის ექნება უფლება ავღანეთის ტერიტორია რომელიმე ერის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენოს.

 

„მსურს საერთაშორისო თანამეგობრობა დავარწმუნო, მათ შორის შეერთებული შტატები, რომ არავინ დაზარალდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორია გამოყენებულ იქნას ვინმეს ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner