აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური დოჰაში „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„გავაფრთხილე ისინი, რომ ევაკუაციის პროცესში არ ჩაერიონ და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი ძალით ვუპასუხებთ. შეერთებული შტატების სამოქალაქო პირებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გაყვანის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.