logo_geo
eng_logo
ფრენკ მაკენზი: თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს
- +

18 აგვისტო. 2021. 02:10

 

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ თუ „თალიბანი“ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს დაბრკოლებებს შეუქმნის, აშშ ამას მძლავრ პასუხს გასცემს.

 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური დოჰაში „თალიბანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„გავაფრთხილე ისინი, რომ ევაკუაციის პროცესში არ ჩაერიონ და მკაფიოდ განვუცხადე, რომ ნებისმიერ თავდასხმას დამანგრეველი ძალით ვუპასუხებთ. შეერთებული შტატების სამოქალაქო პირებისა და ჩვენი პარტნიორების დაცვა ჩემი უმაღლესი პრიორიტეტია და ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ უსაფრთხო და ეფექტური გაყვანის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner