logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება
- +

18 აგვისტო. 2021. 10:43

 

 

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი: წინანდლის N9) დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება,“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

 

„აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner