logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი კიდევ ერთი უძლიერესი პროექტია განათლების მიმართულებით
- +

18 აგვისტო. 2021. 11:01

 

 

შალვა პაპუაშვილი ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას გამოეხმაურა. შესაბამისი პოსტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

 

„კიდევ ერთი უძლიერესი პროექტი განათლების მიმართულებით - ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. 250 მოსწავლეზე გათვლილი ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მოსწავლეთა პირველ ნაკადს წელს მიიღებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსი. განათლების ქალაქის ტერიტორიაზე ასევე შენდება პროფესიული კოლეჯი ბლექსი და 2500 მოსწავლეზე გათვლილი სახელოვნებო სკოლა“, - წერს პაპუაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner