შალვა პაპუაშვილი ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას გამოეხმაურა. შესაბამისი პოსტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
„კიდევ ერთი უძლიერესი პროექტი განათლების მიმართულებით - ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი. 250 მოსწავლეზე გათვლილი ფიზიკა-მათემატიკის სკოლა მოსწავლეთა პირველ ნაკადს წელს მიიღებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსი. განათლების ქალაქის ტერიტორიაზე ასევე შენდება პროფესიული კოლეჯი ბლექსი და 2500 მოსწავლეზე გათვლილი სახელოვნებო სკოლა“, - წერს პაპუაშვილი.