logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი
- +

18 აგვისტო. 2021. 11:32

 

 

„კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი,“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, აჭარასა და იმერეთში ყოფნის დროს რამდენჯერმე შეხვდა კერძო კლინიკების წარმომადგენლებს და დაავალა, რომ დროულად მოახდინონ არსებული რესურსის უზრუნველყოფა, რათა პაციენტები მაქსიმალურად განთავსდნენ ჰოსპიტალურ სექტორში.

 

„ამ ეტაპისთვის გვაქვს მოცემული პირობა მათი მხრიდან, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში მოხდება 120 საწოლამდე დამატება და ასევე 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. ხვალიდან უნდა დაიწყონ კლინიკებმა საწოლების მოწოდება და ეს არის საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზი, რათა პაციენტების მიყვანა გაგრძელდეს ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner