logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შეზღუდვები შედეგს გამოიღებს, თუმცა, თითოეული მოქალაქის და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
- +

18 აგვისტო. 2021. 12:01

 

 

„ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომითი ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობით და საჯარიმო ღონისძება,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მონიტორინგში ჩართულნი არიან, როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია და ისინი ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მონიტორინგს.

 

„დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თუმცა, ამავდროულად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არის არამახოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, რამდენად მკაცრი იქნება და რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, ჩვენ თითოეული მოქალაქის და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner