logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა
- +

18 აგვისტო. 2021. 12:02

 

 

„გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში,“ - ამის შესახებ „ფეიბუქზე“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

 

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. მან სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა. გიორგი ანწუხელიძე იყო ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება.

 

პატივს მივაგებ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო“, - წერს ღარიბაშვილი.

 

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. IV ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა. იგი სეპარატისტებმა წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა და 2013 წელს სოფელ ქვემო ალვანში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner