„ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოპოზიციას აღარანაირი რესურსი არ აქვს - დრომოჭმული, ძველი სახეები, არანაირი სიახლე, არანაირი კანდიდატები და არანაირი შეთავაზებები საზოგადოებას,“ - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.
„მათ კარგად იციან, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო ყუთებთან მივლენ, მათ ერთხელ და სამუდამოდ ეტყვიან არას. „ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ და მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციას - იქნებიან ეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ინდივიდუალურად წარმოდგენილი კონკრეტული პირები, არანაირი შანსი არ აქვს“, - განაცხადა მიქანაძემ.