ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქცია იმართება.
სოციალური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ეროვნული დროშის შეცვლას აპირებს.
ვრცელდება ცნობები, რომ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო აქციები იმართება ავღანეთის სხვა ქალაქებშიც.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თალიბანმა“ 15 აგვისტოს დაიკავა ქაბული და ავღანეთის ისლამური საამიროს შექმნის შესახებ განაცხადა. მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, თალიბებმა გამოთქვეს სურვილი, რომ უახლოეს 48 საათში შეხვდებიან ავღანეთის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.