ეკატერინე ტიკარაძე თბილისში კორონავირუსით ორსული ქალის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრმა მომხდარს სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ექიმები ყველა პაციენტის გადარჩენაში მაქსიმალურად არიან ჩართულები.
„გართულების მიზეზი არის სხვდასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებას და ჩვენდა სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული და მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ნამდვილად არის უმაღლეს დონეზე აყვანილი“, - განაცხადა მინისტრმა.
თბილისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა.