logo_geo
eng_logo
ქაბულის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

24 ივლისი. 2016. 10:46



BBC-ს ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო. აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, 240-მდე კი მძიმედ დაშავდა.

დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკის" ცნობით, შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა. „თალიბანის" მებრძოლების განცხადებით, მათ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყველა ადამიანის უფლებაა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner