logo_geo
eng_logo
ანუკი არეშიძე: მსურს, გავაკეთო ოფიციალური კომენტარი ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე
- +

18 აგვისტო. 2021. 16:40

 

 

კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

 

„მსურს, გავაკეთო ოფიციალური კომენტარი გუშინ, მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბრენდ „ანუკი"-ს, დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან. ასევე ვადასტურებ, რომ არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა.

 

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი კომპანიის სრული საწარმოო რესურსი მიმართულია ბრენდ „ანუკი“-ს, ქალის სამოსის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებს ანუკი არეშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner