logo_geo
eng_logo
„მთავარი არხის“ მორიგი ცილისწამება – ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადეს
- +

18 აგვისტო. 2021. 16:40

 

 

საიფორმაციო სააგენტო „იქს ნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ერთ-ერთი მოქალაქის ფოტო გამოაქვეყნა და ის გარდაცვლილად გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შედეგად, ახალგაზრდას ოჯახის წევრები ცუდად გახდნენ. „იქს ნიუსის“ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

 

„საინფორმაციო სააგენტო „იქს ნიუსს“ დაუკავშირდა თამარ აბაშიძე, რომელმაც გვაცნობა, რომ გუშინ სამ საათზე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობისას გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ნაცვლად, ფოტოზე მისი დისშვილი, იგივე სახელისა და გვარის პიროვნება აჩვენეს. როგორც სააგენტოს აცნობა ცოცხალი ნიკა კენჭოშვილის დეიდამ, სავარაუდოდ, ნიკა კენჭოშვილის სურათი ფეისბუქ-პროფილიდან აიღეს და არც გადაამოწმეს. სიუჟეტის ნახვის შემდეგ ოჯახში ახლობელები მისასამძიმრებლად მივიდნენ. არასწორად გავრცელებული ფოტოს გამო, ნიკა კენჭოშვილის დედა და ბებია ცუდად გახდნენ და მდგომარეობიდან დღესაც ვერ გამოდიან. ოჯახი აპირებს, უჩივლოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, - წერს სააგენტო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner